logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის შეხვდა
18:43 27.05.2017
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასამბლეის პრეზიდენტთან პაოლო ალისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარება ნათელი დადასტურება ნატო-ს მხარდაჭერისა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის საქართველოს მნიშვნელობას. ეს არის კარგი საშუალება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებისთვის ადგილზე იხილონ საქართველოში გატარებული რეფორმების მიმდინარეობა და გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
ასამბლეის პრეზიდენტმა შეაფასა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ არა-წევრ ქვეყანაში საპარლამენტო ასამბლეის ჩატარების ბოლო შემთხვევა 15 წლის წინ მოხდა: „მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა უმშვენიერეს ქალაქ თბილისში გაიმართება. ეს არის ჩვენი საპარლამენტო ასამბლეის და ნატო-ს პოლიტიკური ნების მაჩვენებელი მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიზაციას, გზას, რომელმაც საქართველოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, თვალსაჩინო შედეგები და პროგრესი მოუტანა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებს. უჩვეულოა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა არა-წევრ ქვეყანაში გაიმართება. ისტორიის მანძილზე ეს მხოლოდ ხუთჯერ მოხდა, რაც ამ მოვლენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას და სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს. აქ ჩვენ გასაოცარი სტუმართმოყვარეობით დაგვხვდნენ. ჩვენ ვიმსჯელეთ რეგიონის სტაბილურობის და უსაფრთხოების საერთო პრობლემების შესახებ. ახლა უსაფრთხოება გლობალურ ინტერესს წარმოადგენს და ჩვენ ამ საკითხში საქართველოსგან მტკიცე მხარდაჭერას ვიღებთ. ჩვენც მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, განაცხადა პაოლო ალიმ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო გეგმებზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის შესახებ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა