logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს
18:06 27.05.2017
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს, ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართა.
ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით კომიტეტის თავმჯდომარემ ფაიკ ოზთრაქმა (თურქეთი) მიმართა. მან საქართველოს დელეგაციას მადლობა გადაუხადა იმ დიდი ძალისხმევისთვის რაც თბილისში სესიის მოწყობასთან დაკავშირებით განახორციელა.
კომიტეტის წევრებმა 2016 წლის 19 ნოემბერს, თურქეთში, სტამბულში გამართული ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის ოქმი დაამტკიცეს. კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ ნატოს გენერალური მდივნის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარის კომენტარზე, რომელიც მან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2016 წელს მიღებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გააკეთა და ასევე მხარი დაუჭირეს.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი ასამბლეის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგა - „საქართველოს ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის შეფასება".
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლაც დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ წარმოვადგინოთ საქართველო, როგორც ქვეყანა, თუ რამდენად ვართ ერთგულნი ევროატალნტიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირში გაერთიანების იდეის. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოსადმი თქვენი მხარდაჭერისათვის ამ გზაზე“, - მიმართა კახა გოგოლაშვილმა საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს.
მან მოკლედ მიმოიხილა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე, ისაუბრა ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების და ევროპარტნიორების დახმარებებზე, რასაც საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.
კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საბაზრო ეკონომიკის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირია. მისი თქმით, კარგად განვითარდა საკანონმდებლო ბაზა და გაადვილდა ბიზნესის დაწყება.
მან ყურადღება ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტზეც გაამახვილა, რაც მისი შეფასებით, საკმაოდ ამბიციური განაცხადია, ისაუბრა ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თითქმის ყველა სფეროში ხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს დღის წესრიგი, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობები როგორც რეგიონულ დონეზე, ასევე ევროკავშირის და ევროატლანტიკური ალიანსის ქვეყნებთან კიდევ უფრო გაგრძელდება და გაღრმავდება.
კომიტეტის სხდომაზე კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი შედეგებისა და მისი შემსუბუქების გზებზე ისაუბრა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მარშალ ბურკემ. მან ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობაზე, მიგრაციაზე, კონფლიქტებსა და ეკონომიკაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების საკითხებზე და ამ მიმართულებით მეცნიერული ანალიზი წარმოადგინა.
ევროპის თავდაცვის თემებზე ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობათა ნიდერლანდების ინსტიტუტის მკვლევარმა დიკ ზანდმა. მისი მოხსენების თემა იყო ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის დაფუძნება ძლიერ საძირკველზე და საერთო ვალდებულებებიდან წარმოშობილი შედეგები.
სხდომაზე განიხილეს:
• გარდამავალი პერიოდისა და განვითარების ქვეკომიტეტის ანგარიშის პროექტი - გარდამავალი ეკონომიკური პერიოდი დასავლეთ ბალკანეთში: შეფასება. პროექტი მომხსენებელმა რიჩარდ ბენიონმა (დიდი ბრიტანეთი) წარადგინა;
• ტრანსატლანტიკური ეკონომიკური ურთიერთობების ქვეკომიტეტის ანგარიშის პროექტი - კლიმატის ცვლილების მიზეზით წარმოშობილი შედეგების შეფასება და მისი შემსუბუქება. პროექტი წარადგინა დროებითმა მომხსენებელმა ლილია ალფრედსდოტირმა (ისლანდია).
• ნატოს მოკავშირეთა თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მდგომარეობა, გენერალური მომხსენებელი ჟან-მარი ბოკელი (საფრანგეთი).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა