logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საგარეო უწყება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწყებულ ყველა პროექტს გააგრძელებს
მიხეილ ჯანელიძე: საგარეო უწყება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწყებულ ყველა პროექტს გააგრძელებს
16:29 27.05.2017
თბილისში დიასპორის ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მიმდინარეობს. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე. მისი განცხადებით დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავება სახელმწიფოსგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დიპლომატიური რესურსი კი პრობლემების ეფექტიანად და დროულად გადაჭრის საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ განხორციელდა რეფორმა, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აიღო დიასპორასთან ურთიერთობის პასუხისმგებლობა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით სამინისტრო გააგრძელებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწყებულ ყველა პროექტს და ასევე, განავითარებს და გააუმჯობესებს დიასპორასთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რაც სამინისტროში დიასპორის საკითხებზე მუშაობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა, ეს გახლავთ დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია, დიასპორასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების კომუნიკაციის გაუმჯობესება „დიასპორასთან შეხვედრის საათების“ სახით, საზღვარგარეთ არსებული ქართულენოვანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ხელშეწყობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და „დიასპორული სტაჟირება“ გაფართოება.

„მსგავსი ფორუმის ჩატარება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენ დიასპორის წარმომადგენლებთან, ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ვიმსჯელოთ და განვიხილოთ თუ რა პრიორიტეტები, რა პრობლემები და რა შესაძლებლობები არსებობს და დავგეგმოთ მომავალი წელი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დიასპორა და დიასპორის პოლიტიკა გახდა ერთ-ერთი უმთავრესი და პრიორიტეტული საქართველოს მთავრობის საქმიანობაში, შესაბამისად მიდგომა ჩამოყალიბდა კომპლექსური და პირველად მოხდა პროგრამის შემუშავება. ეს პროგრამა ორიენტირებულია, რომ ჩვენი დიასპორა იყოს უფრო ძლიერი, ერთიანი და ჩვენს სამშობლოსთან უფრო მჭიდრო კავშირის მქონე და ამ მიზანს ემსახურება ყველა ის ამოცანა, რომელსაც დღეს ჩვენ წარვადგენთ“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
დიასპორის ფორუმი 2017 მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, 100-ზე მეტი დიასპორის წარმომადგენელი ესწრება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა