logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კარლ ლამერსი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე
კარლ ლამერსი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე
16:02 27.05.2017
საქართველო- ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფი გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) დელეგაციის ხელმძღვანელმა, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კარლ ლამერსმა საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა და საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები შეაფასა.

მისი თქმით, საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა უდიდეს მნიშვნელობას ატარებს.
"ჩვენ საქართველოში მოწვევა 2014 წელს მივიღეთ და დიდი სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის და ნატო-სთვის მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. ნატო-ს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. საქართველო ავღანეთში არაწევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო ძალის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ჩვენ გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობა გვაკავშირებს. საქართველოსა და გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები ხაზგასმულად კარგია. სწორედ ამიტომ მოხარული ვართ, რომ აქ ვიმყოფებით რაც წარმოადგენს ჩვენს ძლიერ გზავნილს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შემუშავებაც გერმანიის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენ ორმხრივად ვუჭერთ მხარს ერთმანეთს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად ვითარდება“- განაცხადა კარლ ლამერსმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი და ფრანგი პარლამენტარები დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს წარმატებაზე, როგორც საგარეო პოლიტიკური მიღწევების, ისე ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ და ფრანგ პარლამენტარებს საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეის გამართვის მნიშვნელობა.

თბილისი 26-29 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. სესიაში, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება, 600-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნება ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 300-ზე მეტი პარლამენტარი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა