logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კომისიის და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კომისიის და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა გაიმართა
20:41 26.05.2017
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი მასპინძლობს, ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კომისიის და ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომა გაიმართა. ასამბლეაში საქართელოს მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, გაფართოებული შემადგენლობით, საპარლამენტთაშორისო კომისიის სხდომაზე, ასამბლეის პრეზიდენტის და სხვადასხვა დელეგატების მხრიდან, საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები მოისმინა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები დადებითად იქნა შეფასებული.
„აბსოლიტურად ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა, როგორც დემოკრატიის, ასევე უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმის მიმართულებით, რასაც ქართული მხარე სიამოვნებით მიესალმება. შეხვედრაზე სხვადასხვა თემების განხილვასთან ერთად, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციურ პოლიტიკას და მისგან გამომდინარე საფრთხეებს. შეხვედრაზე საქართველოს მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების როლიც განვიხილეთ. საერთო ჯამში, უპრეცენდენტო მხარდაჭერა მივიღეთ, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ასამბლეის წევრები საკუთარ მთავრობებს მოუწოდებენ გაზარდონ საქართველოს მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენის მხრივ, კომისიის წევრებს, საკომიტეტო მუშაობებში ქართული დელეგაციის წევრების მეტი ჩართულობა შევთავაზეთ“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა.

ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კომისია 2008 წელს შეიქმნა, თუმცა პირველი სხდომა 2010 წელს გაიმართა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კომისიის შემადგენლობის ფორმატი შეიცვალა და 2013 წლიდან აღნიშნული კომისიის მუშაობას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მუდმივმოქმედი კომიტეტის და ბიუროს წევრები მუდმივად ესწრება, ასევე განახლებული ფორმატის თანახმად, წელიწადში ერთხელ, ერთი სხდომა საქართველოში ყოველთვის ტარდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა