logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღნიშნავენ
14:11 26.05.2017
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ მსოფლიოს დედაქალაქებშიც, სადაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

26 მაისს სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება საფრანგეთში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, კატარში, ეთიოპიაში და ა. შ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის რიშელიეს სახელობის ამფითეატრში, გაიმართება ქართული საღამო ანსამბლ თამარიონისა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ელგა ფორჩხიძის,მონაწილეობით. საღამოზე ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმი საქართველოს შესახებ.

26 მაისს ნორვეგიაში, გაიმართება საზეიმო მიღება, სადაც წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და ასევე, ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სადღესასწაულო მიღებით აღინიშნება დღეს ლიტვაში, სადაც ასევე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე გამოიფინა საქართველოსგიგანტური დროშა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ ირლანდიის დედაქალაქშიც. საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქ. დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშებიგამოიფინა. ასევე ირლანდიაში ქართული დიასპორის ინიციატივითა და საელჩოს ხელშეწყობით გაიმართება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება/კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ურსა“, ხალხურისიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ მოცეკვავეები და დუბლინში მოქმედი ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „National Rhythm of Georgia”. ასევე, გაიმართება ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება და ღონისძიების სტუმრებს საელჩოქართული ღვინით გაუმასპინძლდება.

დღესვე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება გაიმართება კატარში, სადაც საქართველოს საელჩოს შენობაში უმასპინძლებენ სტუმრებს. ქართული სამოსი იქნება წარმოდგენილი სომხეთის დედაქალაქში, სადაც ასევე გაიმართება კონცერტითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის მონაწილეობით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ეთიოპიაში, სადაც 26 მაისს გაიმართება საზეიმო მიღება, მოეწყობა გამოფენა ქართული ანბანის სამ სახეობასთან დაკავშირებით, რომლის შემდგომ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება მოლდოვასა და სამხრეთ აფრიკაში.
დამოუკიდებლობის დღე უკვე აღნიშნეს თურქეთში, სადაც 25 მაისს გაიმართა საზეიმო მიღება და გამოფენა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ხოლო დღეს 26 მაისს, საქართველოს დროშის ფერებშიგანათდება თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უკვე აღინიშნა ბულგარეთში, სადაც 23 მაისს გაიხსნა სპეციალური გამოფენა, ივნისში, ბულგარეთში, აგრეთვე გაიმართება ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“ ტურნე, ხოლო ახლო მომავალში, საელჩოს ორგანიზებით,ბულგარულ ენაზე გამოიცემა ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“.

ასევე 23 მაისს, ტალინში საზეიმო მიღებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ესტონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილიღონისძიებები 23 მაისს ასევე გაიმართა არგენტინაში და ფიჯის რესპუბლიკაში, ხოლო უკრაინის, ქ. ხერსონში - 20 მაისს და ქ.ოდესაში - 23 მაისს, გაიმართა ქართული ცეკვისა და სიმღერის კონცერტები.

კოპენჰაგენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და საქართველო-დანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება 24 მაისს გაიმართა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავმიღებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ. რის შემდეგაც, გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ნიუ-იორკში, 24 მაისს გაიმართა ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო, ასევე წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკში მოღვაწე ქართული სიმღერის ანსამბლი.

გერმანიის დედაქალაქში 24 მაისს საქართველოს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ვახშამი გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია. მუსიკალურად ღონისძიება საგანგებოდ მიწვეულმა ანსამბლმა „რუსთავმა“გააფორმა. აზერბაიჯანში, ქ.განჯაში 25 მაისს საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება. ირანში 25 მაისს გაიმართა საზეიმო მიღება და საქართველოს ტურისტულიპოტენციალის შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლის პრეზენტაცია.
მომავალ დღეებსა და შემდგომ თვეებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის: კორეის რესპუბლიკაში, ჩინეთში,ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინში, საბერძნეთში, ლატვიაში, უკრაინაში, აშშ-ში, ბელარუსში, პოლონეთში, ბელგიაში, ავსტრალიასა და თურქმენეთში.
სლოვაკეთის დედაქალაქში 28 მაისს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღმნიშვნელი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრება ბრატისლავაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ინდოეთში, ქ. მუმბაიში, 31 მაისსსაქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე. იაპონიაში 1 ივნისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებაიაპონიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
აღნიშნული ღონისძიებების კალენდარი, დეტალური ინფორმაციით, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს facebook-ის გვერდზე:
https://www.facebook.com/mfageorgia/app/1195375313845836/


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა