logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მაღალმთიანი სვანეთის მოსახლეობისთვის კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა გაიმართა
მაღალმთიანი სვანეთის მოსახლეობისთვის კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა გაიმართა
17:47 25.05.2017
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის ფორმატში მესტიის მოსახლეობა კონსტიტუციის კანონპროექტის ახალ რედაქციას გაეცნო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხთვიანი მუშაობის შედეგად მომზადებულიდოკუმენტის ძირითადი მიმართულებები, ადგილობრივ მოსახლეობას, პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა გააცნო.
გამოსვლის დასაწყისში, მომხსენებელმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის მომზადების აუცილებლობის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ 2010 წელს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებები როგორც კონსტიტუციური სამართლის ძირითადპრინციპებთან, ასევე საპარლამენტო მმართველობის სისტემასთან მიმართებაში უამრავ ხარვეზს მოიცავს, რაზეც ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციებიც არსებობს. მისივე განცხადებით, გარდა სამართლებრივი პრინციპებისა, მოქმედი რედაქციაიურიდიული ტერმინოლოგიის თვალსაზრისითაც გაუმართავია და რედაქციულ დახვეწასაც საჭიროებს.
დავით მათიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას კონსტიტუციის მეორე თავში წარმოდგენილი ადამიანის უფლებების დაცვის შინაარსი გააცნო და ახალად დამატებულ უფლებებსა და თავისუფლებებზე ისაუბრა. საკონსტიტუციო ცვლილებების ახალირედაქციის გაცნობისას, პარლამენტის წევრმა ყურადღება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ახალ რეგულაციებზე გაამახვილა და თითოეული მათგანი დეტალურად განმარტა.
მისი ინფორმაციით, მომზადებული ცვლილებების თანახმად, ქვეყანა შერეული სისტემიდან პროპორციურლ საპარლამენტო არჩევნებზე გადადის, რასაც რამდენიმე სიახლე და ნოვაცია ახლავს. კერძოდ, საუბარია, 5% საარჩევნო ბარიერის დაწესებაზე,საარჩევნო ბლოკების გაუქმებასა და ე.წ. ბონუსის სისტემაზე, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვებული პარტია, ერთგვარი დანამატის სახით, გაუნაწილებელ მანდატებს იღებს, რაც ქვეყნის სტაბილური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვანფაქტორს წარმოადგენს.
დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის მნიშვნელობაც განმარტა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო მმართველობის სისტემის ქვეყნებისთვის მსგავსი პრაქტიკა ჩვეულებრივ ნორმას წარმოადგენს და ანალოგიურ ქვეყნებში სრულუმრავლესობაში, სახელმწიფოს მეთაური სწორედ ამ ფორმით აირჩევა. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის ფორმის მიუხედავად, პრეზიდენტის სტატუსი და კომპეტენცია თითქმის იგივე რჩება და მხოლოდ მცირეოდენ ცვლილებებს მოიცავს.
მესტიის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არ დაესწრნენ. მათი მოსაზრებების გაცნობა თავის თავზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ითავა და ადგილობრივებსკონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათი შეხედულებები გააცნო. პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის წესზე ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გაცნობის პარალელურად, გიორგი ვოლსკიმ კონტრარგუმენტებიც წარმოადგინა დადეტალურად განმარტა, თუ რატომ შემოდის პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის მოდელი და რა უპირატესობები აქვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.
მისი განცხადებით, საქართველო, რომელიც მცირე რესურსების ქვეყანას წარმოადგენს, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუდმივად რყევების ქვეშ მოექცეს და არჩევნების შედეგად მთავრობის ვერ დაკომპლექტების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ატაროს ანკოალიციური მთავრობები შექმნას, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას გარკვეულ საფრთხეებს უქმნის. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ შემოდის ე.წ. ბონუსის სისტემა, რაც არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, ერთნიშნა დანამატის სახით, მთავრობისდაკომპლექტების საშუალებას მისცემს.
ძირითადი გამოსვლების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. კითხვების ძირითადი ნაწილი არჩევნების ახალი წესის შემოღებას, სოციალურ საკითხებს, მაღალმთიანი რეგიონების კანონით დაწესებულ შეღავათებს და რეგიონულიმოწყობის თემებს შეეხებოდა. გამომსვლელების უმრავლესობამ სვანეთის ცალკე რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების მოთხოვნა დააყენა, რადგან მათივე განმარტებით, ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული დოკუმენტების მოსამზადებლად ზუგდიდშიჩასვლა-ჩამოსვლა უწევთ, რაც გარკვეულ პრობლემებს უკავშირდება. ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებს დავით მათიკაშვილმა, გიორგი ვოლსკიმ, ცოტნე ზურაბიანმა და კონსტიტუციონალისტმა, ვასილ გონაშვილმა უპასუხეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გასამართი შეხვედრები, თვის ბოლოს, თბილისში დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა