"ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ვფიქრობთ, სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც
ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ"-ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მან მთავრობის წევრებს ხვალინდელი დღესასწაული მიულოცა.
"ხვალ არის დამოუკიდებლობის დღე. მინდა, წინასწარ მოგილოცოთ ყველას ეს ძალიან დიდი დღესასწაული.
ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ ვამაყობთ, რომ დღეს სწორი მიმართულებით მიდის. ვფიქრობთ, ვექტორი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ძალიან თანმიმდევრულად მიყვება, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რისთვისაც არაერთმა ადამიანმა სიცოცხლე გაწირა და ყველაზე სანუკვარი, რაც ჰქონდა, თავის სამშობლოს შესწირა. ჩვენი მომავალი თაობებისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული წევრი"-განაცხადა კვირიკაშვილმა.

















