საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გამართვას დღევანდელ
მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა, რომელსაც 26-29 მაისს საქართველო მასპინძლობს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი"-განაცხადა პრემიერმა.

















