logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო და წმიდა საყდარი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ
საქართველო და წმიდა საყდარი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ
23:19 24.05.2017
საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და წმიდა საყდრის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

კოლეგისადმი მიწერილ წერილში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს საიუბილეო თარიღი მიულოცა და აღნიშნა საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებული მეგობრული კავშირები.

„ჩემი ქვეყანა ძალზე აფასებს მუდმივ მეგობრულ ურთიერთობებს წმიდა საყდართან და ყოველთვის მოწადინებული იყო გაემყარებინა ერთმანეთის პატივისცემაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ჩვენ ვიზიარებთ ევროპული პრინციპებისა და ფასეულობების საერთო ხედვას“- ნათქვამია წერილში, რომელშიც მიხეილ ჯანელიძე საუბრობს წმიდა საყდრის მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო ურთიერთობებში, მაღალი მორალური ფასეულობების, ფუნდამენტურ პრინციპებთან და ნორმებთან გაერთიანების გათვალისწინებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის ურთიერთობა გამყარებულია წმიდა საყდრის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით და არაღიარების პოლიტიკით.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა წმიდა საყდრის მიერ საქართველოში სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების იმპლემენტაციაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს ორ ქვეყანას და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს წმიდა საყდრის მიერ ქართველი ახალგაზრდებისთვისა და მეცნიერებისათვის გამოყოფილი სტიპენდიებს, რაც ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას.

მისალოც წერილში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა ამ 25 წლის მანძილზე რომის ორი პაპის ისტორიული ვიზიტები საქართველოში - 1999 წელს პაპის იოანე პავლე II-ს, ხოლო გასული წლის შემოდგომაზე, პაპი ფრანცისკე და აღნიშნა, რომ საქართველო მადლიერია ასეთი დაფასებისთვის.

თავის მხრივ, სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაჰერმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და წმიდა საყდარს ისტორიული ურთიერთობები აკავშირებთ. მან აღნიშნა, რომ წმიდა საყდარი აფასებს დადებით ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსთან, რომელიც გულთბილობითა და პატივისცემით ხასიათდება და რომელიც გამოიხატება როგორც მაღალი დონის ვიზიტებში, ასევე სხვა სახის ინიციატივებში.

მთავარეპისკოპოსმა მისალოც წერილში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომში გაძლიერების სურვილი და ხაზი გაუსვა, რომ წმიდა საყდარი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებების სრული პატივისცემის მატარებელი ინიციატივების მხარდაჭერას.

წერილებში მხარეებმა შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ მისალოცი წერილების გადასაცემად, შეხვედრები გაიმართა თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და წმიდა საყდრის ელჩს, არქიეპისკოპოს მარეკ სოლჩინსკის შორის, ხოლო ვატიკანში, წმინდა საყდრისსახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერსა და წმინდა საყდართან საქართველოს ელჩს, თამარ გრძელიძეს შორის.

„ჩვენთვის საქართველო ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი, როგორ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, რომელსაც, მიუხედავად რთული გამოწვევებისა, სიცოცხლისა და კეთილგანწყობის მუხტი არ აკლია“ - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა გალაჰერმა საქართველოს ელჩთან შეხვედრის დროს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და წმიდა საყდარი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს 2017 წლის 23 მაისს აღნიშნავენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა