logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა
16:01 24.05.2017
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან. ევროპარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ხოლო მის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები: ევროპის სახალხოპარტიის, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის, ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის, ევროპის ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსის, ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეთა და მწვანეთა მემარცხენე ჯგუფის და ევროპის თავისუფალი ალიანსი/მწვანეების ჯგუფის წევრები.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები, საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტარებს მიწოდა ინფორმაცია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის და ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით არსებული ექვსპუნქტიანი გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს მხარე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის, პოზიტიურ შედეგებს მიაღწია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისგანხორციელების მიმართულებით. აღინიშნა ევროკავშირში ექსპორტის მზარდი დინამიკა. შეხვედრის ფარგლებში ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის როლზე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე აღინიშნა ევროპული ინტეგრაციის როლი შერიგების პოლიტიკის კუთხით და მნიშვნელობა, რომ ამ პორცესის შედეგად მიღებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.
ევროპარლამენტარებმა ქართულ მხარეს მიულოცეს ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე წარმატებით სარგებლობენ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკაშირთან დაახლოების პროცესში შემდგომი ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების საკითხს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგომ პერსპექტივებსა და ინიციატივებს.
შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა