logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ბულგარეთ-საქართველოს 25 წლის იუბილის აღსანიშნავად სოფიაში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა
ბულგარეთ-საქართველოს 25 წლის იუბილის აღსანიშნავად სოფიაში საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა
10:13 24.05.2017
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ, საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნად გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოს ღირსშესანიშნაობები და კულტურული ძეგლები.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბერიძემ. ბულგარეთის მხრიდან სიტყვით გამოვიდა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი განჩო განევი.

გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ბულგარეთის პარლამენტის, მთავრობისა და ქ. სოფიის მერიის წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

გამოფენამ დამსწრეთა დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. ქ. სოფიის მკვიდრთ და სტუმრებს აღნიშნული გამოფენის ნახვის და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის შესაძლებლობა ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ.

დიდი ინტერესის გამო, საელჩოს მიერ საქართველოს შესახებ ფოტო გამოფენის გამართვა ივნისის თვეში იგეგმება საკურორტო ქალაქ სოზოპოლში. 25 წლისთავის ეგიდით, ივნისში, ბულგარეთში, აგრეთვე გაიმართება ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილები“ ტურნე, ხოლო ახლო მომავალში, საელჩოს ორგანიზებით, ბულგარულ ენაზე გამოიცემა ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა