logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა
ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა
09:58 24.05.2017
ბერლინში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა. ორი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციურ კანონის პროექტს განიხილავდნენ.
კონფერენციას მოდერირებას ბონდის უნივერსიტეტის პროფესორი, ვოლფგანგ ბაბეკი უწევდა. მონაწილეებს მიმართეს GIZ-ის პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ პროგრამის ხელმძღვანელმა თომას მაიერმა, გერმანიის ფედერალური თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა დირკ შატშნაიდერმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა მიხაელ ზიბერტმა. გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს და დადებითად შეაფასეს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, უზრუნველყოფილია ფართო საზოგადოების ჩართულობაც. კონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტი ბევრ რაციონალურ კომპონენტს მოიცავს.
ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მარკერტის განცხადებით, კომისია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს პოზიტიურად აფასებს და შემუშავებული კანონის პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია. თომას მარკერტმა ისაუბრა კონსესუსის მნიშვნელობაზეც.
კონსტიტუციურ კანონის პროექტს დადებითად აფასებს ვენეციის კომისიის ყოფილი წევრი, ლონდონის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ემერიტუს პროფესორი, ჯეფრი ჯოუელიც, რომლის განცხადებით, კონსტიტუციის განახლება შესანიშნავი იდეაა.
კონფერენციას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა