საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ოცი წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სამიტს ესწრება.
პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამიტის მუშაობაში და დამსწრეებს სიტყვითაც მიმართავს.
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება საქართველოს პირველი პირის ორმხრივი შეხვედრები სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის, პირისპირ შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან აბდულა გიულისთან.
თურქეთიდან მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში გადაინაცვლებს ევროპის „სახალხო პარტიის“ სამიტს დაესწრება.

















