logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია
საქართველოს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია
10:17 23.05.2017
თბილისს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელაგაცია ეწვია პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ხელმძღვანელობით. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. თურქეთის სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში 23 მაისს გაიმართება საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი დონის ვიზიტი, ასეთი შემადგენლობით. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის მეორე შეხვედრა. როგორც მოგეხსენებათ პირველი შეხვედრა გაიმართა გასულ წელს ანკარაში. წელს კი ჩვენ გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ თურქეთის მთავრობას ასეთი შემადგენლობით. ვიზიტი ასევე ემთხვევა საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა ჩამოაყალიბეს ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვავითარებთ სტრატეგიულ პროექტებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოწერება რამდენიმე შეთანხმებას სხვადასხვა სექტორში, რაც ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება დინამიურად და ორი ქვეყანა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად ასევე ეწვევა თბილისს.

საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატი 2016 წელს ამოქმედდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების სტრატეგიულ ხასიათს და მიზნად ისახავს მათ კიდევ უფრო გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა