logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართა
21:56 22.05.2017
სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) სპეციალური სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით.

დავით ჯალაღანიამ თავის გამოსვლაში კოლეგებს გააცნო საქართველოს მიერ ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული თანამშრომლობის მხრივ მიღწეული შედეგები და საქართველოს მთავრობის გეგმები მასშტაბურსატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა რეგიონში უსაფრთხოებისა და კონფლიქტების დარეგულირების მხრივ არსებულ პრობლემებს, რომლებიც აფერხებენ BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეფექტური ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
ასევე აღინიშნა, რომ მიზანშეწონილია თანამედროვე რეალიებისა და გამოწვევების გათვალისწინებით აქტიურად დაიწყოს BSEC-ის ორგანიზაციის რეფორმირების პროცესი, რათა მიღწეულ იქნას BSEC-ის წესდებით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო BSEC-ის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სამდივნოს ახალი ოფისის გახსნის ცერემონიალში და წარმატება უსურვა სამდივნოს სამომავლო საქმიანობაში.
BSEC-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სპეციალური სხდომის ფარგლებში, ალბანეთის მხარის თხოვნით, მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ გამართა ორმხრივი შეხვედრა ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ჰალილ ჰისენისთან (Halil Hyseni). მხარეებს შორის განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებები.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე იუბილესთან დაკავშირებით, მ.წ. 22 მაისს გაიმართა BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი, რომელსაც თავმჯდომარეობდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

სამიტზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
სამიტის ფარგლებში მიღებულ იქნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე საიუბილეო დეკლარაცია, რომლის ტექსტი შეთანხმდა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) სპეციალურ სხდომაზე.
საქართველოს დელეგაციის მოთხოვნით, დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა BSEC-ის წევრი ქვეყნების მიერ გაეროს წესდებით, ჰელსინკის დასკვნითი აქტის და ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიით გათვალისწინებული პრინციპებისა და წესების დაცვის მხარდაჭერა.
ქართული მხარის წინადადებით, BSEC-ის სამიტის დეკლარაციაში პირველად იქნა დაფიქსირებული დებულებები შავ ზღვაში საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფისა და BSEC-ის წევრ სახელმწიფოებში ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა (Internally Displaced Persons - IDP) უფლებების დაცვის აუცილებლობაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა