logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებულები ვართ, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა გვექნება
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებულები ვართ, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა გვექნება
21:42 22.05.2017
„ვენეციის კომისიის ექსპერტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს შენიშვნები არ გამოუთქვამთ. მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა მთლიანად დოკუმენტთან დაკავშირებით, მათ შორის, საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ბერლინში, კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კითხვები არ დასმულა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, რადგან, მისივე განმარტებით, წესი თავსებადია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კონსესუსის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მარკერტის განცხადებასაც.
„კონსესუსი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის კონსტიტუციას, ძირითად კანონს, თუმცა, ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმაზეც თუ რამდენად მომწიფებულია პოლიტიკური სპექტრი კონსესუსისთვის. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, მთავარია, სათანადო დამოკიდებულება გამოავლინოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ. ასეთ შემთხვევაში, კონსესუსი იქნება მიღწეული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც სრულად თავსებადი იქნება სამართლებრივ პრინციპებთან და რომელიც ჩამოაყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. თუ ეს მიზანი იქნება მიღწეული, ამ შემთხვევაში, კონსტიტუცია ნამდვილად ჩაუყრის ძალიან მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ჩვენი დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონფერენციაზე დისკუსია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ბონუსის სისტემაზეც გაიმართა.
„საერთო პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჯერჯერობით გრძელდება მსჯელობა, საბოლოო პოზიცია არ არის გამოკვეთილი და დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა ვენეციის კომისიის მხრიდან გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტი არის სრულ თავსებადობაში სამართლებრივ პრინციპებთან, ფუნდამენტურ პრინციპებთან. ეს იყო ჩვენი ამბიციური ხედვა, ეს იყო ჩვენი ამბიციური მიზანი და ეს მიზანი იქნება აუცილებლად მიღწეული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
22-23 მაისს ბერლინში, კონსტიტუციურ კანონის პროექტზე მსჯელობენ. კონფერენციას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა