პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 1 ივლისს, მცხეთაში დაგეგმილ აქციაზე ბევრ ხალხს ელოდება.
როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათი პირველი მოთხოვნა - აქციის მცხეთის მთავარ მოედანზე ჩატარების შესახებ, ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა.
მისი თქმით, ეს ხელისუფლებას ჩვევად გადაექცა და ის ამ ფორმით ცდილობს კოალიციას საქმიანობაში ხელი შეუშალოს.
„მცხეთის აქციასთან დაკავშირებით მოლოდინი ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ველით, რომ საკამოდ ბევრი ხალხი მოვა და დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც წინა სამი შეხვედრა“- განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ აქცია მცხეთაში თეატრონის ტერიტორიაზე გაიმართება.

















