საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტ თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული ტელეარხები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის პირად გვერდზე რუსულ ენაზე დაწერილი ათეულობით შეტყობინება მიდიოდა.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების განცხადებით, ეს არ იყო სოციალური ქსელების ჩვეულებრივი მომხმარებლის შეტყობინება, რადგან მათი შინაარსი უცვლელი იყო. თავდასხმა ორჯერ განმეორდა.
სპეციალისტების განცხადებით, მსგავსი თავდასხმა პირველად არ ხორციელდება, კიბერ შეტევის პიკი 2008 წელს იყო, როცა რუსულმა სპეცსამსახურებმა ყველა ქართული სამთავრობო უწყების ვებგვერდის ბლოკირება მოახდინეს.

















