logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა
18:35 20.05.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, ჰანი მულკის შეხვდა. საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იორდანიასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაფართოების პოტენციალს. პრემიერმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებსაც მთავრობა სწრაფი ეკონომიკური განვითარების, წარმოებისა და ინვესტორთა ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
გიორგი კვირიკაშვილმა იორდანიელ კოლეგას საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი მიმართულებით - მმართველობის რეფორმით იორდანიული მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იორდანიელი პარტნიორებისთვის რეფორმის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. მხარეები, ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მუშაობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ტურისტული ნაკადების ზრდის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობის მიერ იორდანიის მოქალაქებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა უწყობს ხელს.
პრემიერ-მინისტრების შეფასებით, ამ პროცესში ასევე მნიშვნლოვან როლს შეასრულებს შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი დღეს, გიორგი კვირიკაშვილისა და ჰანი მულკის შეხვედრის შემდეგ გაფორმდა. შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ლინა ანაბიმ მოაწერეს ხელი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა