logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა
11:11 20.05.2017
ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ ჯანელიძემ და აუგუსტო სანტოს სილვამ განსკუთრებით აღნიშნესპორტუგალიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. ორი ქვეყნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავს. შესაბამისად, მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ხელი შეუწყონ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების დაგეგმვას.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველო-პორტუგალიის წარმატებული თანამშრომლობა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების გაერთიანების ფარგლებში. აუგუსტო სანტოს სილვამ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოშიპორტუგალიური ენისა და კულტურის მიმართ არსებული მზარდი ინტერესის გამო და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროში წარმატებული თანამშრომლობისთვის.

მინისტრები ასევე მიესალმნენ მიმდინარე წელს პორტუგალიაში საქართველოს პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის ცალკეული წევრების დაგეგმილ ვიზიტებს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით.

პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მიულოცა ტურიზმის საეთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატურის გამარჯვება, ასევე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება და აღუთქვა პორტუგალიის მხარდაჭერა ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.

მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას გააცნო საქართველოს პრიორიტეტები ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით,ასევე ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების ოთხ პუნქტიანი გეგმა. მინისტრს მიეწოდა ინფორმაცია საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ბოლო განვითარებებზე და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვისმხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე. პორტუგალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დადასტურა პორტუგალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა