logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
10:53 20.05.2017
კვიპროსში, ქალაქ ნიქოზიაში ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალი გაიმართა , რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე და მათ მოსაგვარებლად ევროპის საბჭოს როლზე. ამასთანავე, მონაწილეებმა იმსჯელეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის,კულტურული ძეგლების განადგურებისა და მიგრაციის საკითხებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მინისტერიალის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისადმი საქართველოს ერთგულება. როგორც მინისტრმა აღნიშნა დემოკრატიული განვითარებისუზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპის საბჭოს საპარლამენტო განზომილებაში გადავიდეს პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე.
"მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, სასამართლო სისტემის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა პატივისცემა - საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტებია. მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ საქართველომ თანმიმდევრული და გადამწყვეტინაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი წარმოადგენს საგზაო რუკას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის უფრო მაღალისტანდარტისკენ მიჰყავს.
საქართველოს ძირეული ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, მტკიცედ გვწამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველო მონიტორინგის ეტაპიდან პოსტ-მონიტორინგის ეტაპზე გადავიდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განზომილებაში. ესდამსახურებელი პროგრესი იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის და ასევე სტიმული დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა შემდგომი დაცვის მიმართულებით"- აღნიშნა მინისტრმა.
მიხელ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 2017 წლის 3 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლისმიხედვით ერთადერთი სუვერენული სახელმწიფო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ამჟამად ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას, რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გამო.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ მნიშვნელობას.აღსანიშნავია, რომ ხსენებული ანგარიში გახდა მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი და სხდომის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ გენერალური მდივნის ანგარიშს, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
მინისტერიალზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის ქმედებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს მასზე ნაკისრივალდებულებები.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკას. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა მისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის განსაზღვრულიპრიორიტეტული საკითხები, რომელთა შორისაა საზოგადოების ყველაზე სუსტი ჯგუფებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, სამართლის უზენაესობის გაძლიერება, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მხარდაჭერა დაგანათლების ხელშეწყობა.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა პორტუგალიის, ლატვიისა და კვიპროსის საგარეოსაქმეთა მინისტრებს. შეხვედრებზე განხილული იქნა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისათვის, მათშორის ევროპის საბჭოს ფორმატში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა