logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კვიპროსში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტი დაიწყო
კვიპროსში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტი დაიწყო
11:23 19.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ქალაქ ნიქოზიაში ევროპის საბჭოს 127-ე მინისტერიალში მონაწილეობს.

კვიპროსში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა კვიპროსელ კოლეგასთან იოანის კასულიდისთან.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რამაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა. მინისტრებმა მზადყოფნა გამოხატეს მომავალშიც ხელი შეუწყონ ორმხრივი პოლიტიკური,ეკონომიკური, დარგობრივი და ხალხთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას.

ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობას და აღინიშნა ის ფართომასშტაბიანი კულტურული ღონისძიებები, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ. ნიქოზიაში საიუბილეო თარიღთანდაკავშირებით გაიმართება.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, ამ მხრივ მხარეები მიესალმნენ კვიპროსის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება და აღნიშნეს რომ ვიზიტი ხელს შეუწყობსორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

მხარეებმა ისაუბრეს დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დიდ პოტენციალზე. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და კვიპროსს შორისარსებულ პირდაპირ ავიამიმოსვლას, რამაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მგზავრთა ნაკადების ზრდას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

ხაზი გაესვა კულტურისა და განათლების სფეროში არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას. ქართულმა მხარემ კმაყოფილება გამოთქვა კვიპროსის სიძველეთა დეპარტამენტთან საკმაოდ ნაყოფიერი და უპრეცედენტო პროექტების მიმდინარეობით, რომლის შედეგადაც2016 წელს კვიპროსის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევებისას უნიკალური ქართული ტაძარი იქნა აღმოჩენილი. პროექტი 2017 წელსაც გრძელდება.

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე. კვიპროსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესი და კოლეგას მიულოცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება. საგარეოუწყების ხელმძღვანელმა კოლეგას გააცნო ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს სამომავლო გეგმები. მინისტრებმა მიმოიხილეს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პრიორიტეტები და მოლოდინები. გამოითქვა იმედი, რომ სამიტიიქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ პერსპექტივებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას ასევე მიაწოდა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ბოლო განვითარებებზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა