logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მიერ თემაზე - „რუსეთის მზარდი სამხედო საფრთხე ევროპისთვის: გამოწვევების შეფასება და მათთან გამკლავება“ მოსმენა გაიმართა
აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მიერ თემაზე - „რუსეთის მზარდი სამხედო საფრთხე ევროპისთვის: გამოწვევების შეფასება და მათთან გამკლავება“ მოსმენა გაიმართა
16:57 18.05.2017
შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის მიერ გაიმართა მოსმენა, თემაზე - „რუსეთის მზარდი სამხედო საფრთხე ევროპისთვის: გამოწვევების შეფასება და მათთან გამკლავება“, რომელზეც მოხსენებით წარსდგნენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი, ბრუკინგსის ინსტიტუტის შეიარაღებაზე კონტროლისა და გაუვრცელებლობის ინიციატივის დირექტორი, სტივენ ფაიფერი და „Podesta Group“-ის ხელმძღვანელი, სტივენ რედემეიკერი.

მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის წევრებმა და მომხსენებლებმა რუსეთის აგრესიასთან გამკლავების გზების, აღნიშნული აგრესიის შესაძლო მიზნებსა და რუსულ მედია-პროპაგანდასთან გამკლავების გზებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სენატორმა უიკერმა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევაზე საუბრისას, აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტი. მაიკ კარპენტერმა რუსეთის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტების ჩამოთვლისას, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების უგულებელყოფის, ხოლო რუსეთის პროპაგანდაზე საუბრისას, საქართველოს მაგალითები დაასახელა. სტივენ რედემეიკერმა 2007 წელს რუსეთის მიერ ევროპაში კონვენციური შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის შეწყვეტის მიზეზების ჩამოთვლისას, ერთ-ერთ მიზეზად ქვეყნის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნის მიზნით, საქართველოს მიერ აღნიშნული ხელშეკრულების გამოყენება დაასახელა. მანვე რუსული მხარის მიერ „ღია ცის შესახებ ხელშეკრულების“ დარღვევის ფაქტებზე საუბრისას, კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაფრენის აკრძალვის ფაქტი მოიყვანა მაგალითად, ხოლო რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიაზე საუბრისას, ნატოს ფაქტორს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ კრემლისთვის ნატოს წევრობა გარკვეულ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს. სენატორმა რუბიომ რუსეთის მიერ ელექტრონული და ასიმეტრიული საბრძოლო მეთოდების გამოყენების ხაზგასასმელად, აღნიშნა საქართველოში 2007-08 წლებში დაფიქსირებული კიბერ-შეტევები. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ სენატორმა კარდინმა რუსეთის მიერ ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულებების დარღვევის აღწერისას, ერთ-ერთ მაგალითად კრემლის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა დაასახელა.

მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის წევრებმა და მომხსენებლებმა ასევე განიხილეს კრემლის მიზნები უკრაინასთან მიმართებით; რუსეთის მიერ ევროპაში კონვენციური შეიარაღების შესახებ/ღია ცის შესახებ/საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების შესახებ ხელშეკრულებების დარღვევის ფაქტები; რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობა; აშშ-ს მიერ უკრაინისათვის შეიარაღების გადაცემის მიზანშეწონილობა; „მაგნიცკის აქტში“ რუსი ოლიგარქების ოჯახის წევრების დამატება; რუსეთის სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამა და მისი ფინანსური მხარდაჭერა; რუსეთის მიერ S-300-ისა და Iskander-ის ტიპის შეიარაღების განთავსება კალინინგრადის ოლქში და მათი გადაცემა ბელარუსისა და სომხეთისათვის.

აშშ-ს კონგრესთან არსებული ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია (ჰელსინკის კომისია) მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ.-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთოს და ეუთოს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა