საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, რუსეთის მოსახლეობას პუტინის გამარჯვებისთვის ფსიქოლოგიურად ამზადებენ.
"ყველა ხვდება, რომ არჩევნების შედეგები იმაზე არ არის დამოკიდებული რუსი ხალხი ვის მისცემს ხმას, ეს შედეგები იმაზეა დამოკიდებული რას გადაწყვეტენ ის ადამიანები, ვისაც რუსეთში ძალოვან სტრუქტურებზე კონტროლი ხელში აქვს" - განუცხადა "ნიუსპრესს" ნუგზარ წიკლაურმა.
მისივე თქმით, რუსეთში ქვეყნდება რამდენიმე სოციოლოგიური კვლევის ცენტრის მონაცემები, რომლებიც პუტინს რეიტინგს მუდმივად უმატებენ. დამოუკიდებელი სააგენტოები კი წერენ, რომ პუტინის გამარჯვება პირველ ტურში გამორიცხულია.
"პუტინისთვის მთავარია, პირველ ტურში გამარჯვებას მიაღწიოს და შემდეგ ამას არ მოჰყვეს ისეთი დიდი საპროტესტო ტალღა რომელიც ახალ ხელისუფლებას წალეკავს, ამიტომ იყენებს ის სოციოლიგიური კვლევის ცენტრებს" - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 4 მარტს გაიმართება.

















