logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმში დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
ბათუმში დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
19:03 17.05.2017
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, ბათუმში დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მინისტრთა კაბინეტს, გამგებლებსა და ქალაქის მერს, ასევე დამსწრე მედიის წარმომადგენლებს რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა გასულ კვირაში ჩატარებულ ისეთ ღონისძიებებზე, როგორებიც იყო პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი, პოლონურ-ქართული ბიზნეს-ფორუმის ჩატარება ბათუმში, ასევე რუსთაველის თეატრში ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.

რეგიონის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურისტული სეზონის მოსვლასთან ერთად სამუშაო შეხვდერებისა და მიმდინარე პროექტების მონიტორინგის გააქტიურებაზე. მისი თქმით, ტურისტულ სეზონზე უკეთესი პირობებისა და გარემოს შესაქმნელად, მთავრობის თავმდჯომარეს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელთან.

სხდომაზე ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დაზიანებული ასფალტის საფარის ნაცვლად სულ მალე ახალი ფილაქნებით, საკანალიზაციო სისტემითა და ბორდიურებით მოწყობილი რამდენიმე ხეივანი შეემატება ბათუმის ბულვარს. უკვე ჩატარებულია მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები როგორც ძველი, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიებზე. წლევანდელ სეზონზე ბათუმის ბულვარს განახლებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა ექნება, ერთიან სტილში მოეწყობა განახლებული საშხაპეები, გასახდელები, შეზლონგები, პლაჟზე გადასასვლელი საფეხმავლო ბილიკები. მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე უახლოეს მომავალში არდაგანის ტბის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, რომელიც ერთ-ერთ ტურისტულ ატრაქციას წარმოადგენს.

აჭარის მთავრობის წევრებმა მთავრობის თავმჯდომარეს მათი უწყებების მიხედვით მნიშვნელოვან საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ახლახანს გახსნილი აგრომარკეტის და დაგეგმილი ლოჯისტიკური ცენტრების შექმნის შესახებ ისაუბრა. „გმირთა ხეივანში“ ახალ საინვესტიციო-საპროექტო წინადადებები გააცნო დამსწრეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებით გაგრძელდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ წარადგინა ინფორმაცია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 25 000 000 ლარი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი 28 პროექტის დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში შეადგენს 12 173 599 ლარს.

ბათუმის მერმა და ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგებელმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გასნახორციელებელი პროექტები წარუდგინეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადგილობრივი მნიშვნელობის საატომობილო გზების მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე ანგარიში საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა გააცნო. მისი თმით, დაახლოებთ 340 გრძივი კმ ადგილობრივი მნიშვნელობის გზა დაემატება აჭარის საავტომობილო გზებს. დეპარტამენტის უფროსმა ასევე გზებზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტით განსაზღვრულია 350-მდე ღონისძიება. აქედან 40 უკვე განხორციელებულია, 70 ღონისძიება დასკვნით ფაზაშია და ივნისის თვეში დასრულდება. რეგიონის 5-ვე მუნიციპალიტეტში ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს 14 ახალი ხიდის მშენებლობა, სანიაღვრე არხებისა და დამცავი ზღუდარების მონტაჟი. სულ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ბიუჯეტში გამოყოფილია 34 მლ. ლარი. ამასთანავე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაწყებულია ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული რონისზიების ღირებულება 4 მლ. ლარს შეადგენს.

მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. 2 განკარგულების და 2 დადგენილების პროექტი მიღებულ იქნა, ხოლო კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია მოწონებული იქნა მთავრობის სხდომის მიერ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა