საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა საქართველოში ვიზიტად მყოფ, ინდონეზიის რესპუბლიკის
პარლამენტის, წარმომადგენელთა პალატის ვიცე-სპიკერთან (პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში) ფადლი ზონთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ინდონეზიის მხარესთან განხილულ იქნა საქართველოს და ინდონეზიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალურ საკითხები. მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ ნაყოფიერი და მეგობრულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაზრდის და ხალხთა შორისი კონტაქტების განმტკიცების მნიშვნელობაზე. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა ხელი შეეწყოს ინდონეზიის მხარესთან არსებულ თანამშრომლობას საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების გაცნობის და მათი სამომავლოდ გაზიარების თვალსაზრისით.
აგრეთვე ხაზი გაესვა საქართველო-ინდონეზიის საპარლამენტო ურთიერთობების ხელშეწყობის მნიშვნელობას. მხარეები მიესალმნენ საკანონმდებლო ორგანოებს შორის მაღალ დონეზე გააქტიურებული თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში.
ინდონეზიის დელეგაციას მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობის და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ. დავით ზალკალიანმა ყურადღება ასევე გაამახვილა სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან და რეგიონულ ორგანიზაციებთან (ASEAN, AIPA) ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნაზე.

















