logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო საქმეთა სამინისტროში ირლანდიასთან პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ირლანდიასთან პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
10:54 16.05.2017
ირლანდიასთან მორიგი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, ხოლო ირლანდიის დელეგაციას უძღვებოდა საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროპული სამეზობლოსა და პოლიტიკის განყოფილების გენერალური დირექტორი ოუენ ო’ლირი.

კონსულტაციებში მონაწილეობდნენ საქართველოში ირლანდიის ელჩი (რეზიდენციით სოფია) მაიკლ ფორბსი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ხაზგასმით აღინიშნა, ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ინტენსიური დინამიკა, რასაც ხელი შეუწყო ირლანდიაში საქართველოს საელჩოს გახსნამ.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა პოლიტიკური კონსულტაციების სისტემატიურად ჩატარების მნიშვნელობას. ვახტანგ მახარობლიშვილმა ირლანდიის საგარეო უწყების წარმომადგენელს გააცნო საქართველოს ბოლო პერიოდის მიღწევები, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება და აღნიშნა, რომ საქართველოს მხარე მოხარული იქნება, თუ ირლანდიის შესაბამისი უწყებები გაითვალისწინებენ საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებს და დაიწყება მოლაპარაკებები სამსახურებრივ და დიპლომატიურ პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე და ზოგადად, ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების თაობაზე. ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე.

მინისტრის მოადგილემ ირლანდიის დელეგაციას გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში. თავის მხრივ, ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ირლანდიის მხარეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიური მხარდაჭერისათვის. ხალხთაშორისი ურთიერთობებზე საუბრისას განსაკუთრებით აღინიშნა კულტურისა და სპორტის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა. კონსულტაციების მსვლელობისას ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას შესახებ და ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა სხვადასხვა უწყებების დონეზე ხელი შუწყოს დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა