logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეხვდა
პრემიერი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეხვდა
20:53 15.05.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს გერდ მიულერს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას, რომელიც დინამიკურად ვითარდება და მრავალ განზომილებას მოიცავს.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას, რომლის დეტალები მას პრემიერ-მინისტრმა გააცნო. გერდ მიულერმა საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა. ფედერალური მინისტრი ასევე გამოვიდა ინიციატივით, გერმანიაში ჩატარდეს ერთობლივი საინვესტიციო ფორუმი, რომელიც გერმანელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო გერმანიასთან განვითარების სფეროში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას, რაც მოიცავს პროექტებს არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით.
გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიას მადლობა გადაუხადა განვითარების სფეროში GIZ-ისა და KfW-ს პროექტების მეშვეობით გაწეული დახმარებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებაში და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ფედერაციული რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
გიორგი კვირიკაშვილის განაცხადებით, სასიხარულოა, რომ ფედერალური მინისტრის სტუმრობა საქართველოში პირველი გერმანული დასახლების 200 წლისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს დაემთხვა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-გერმანიის წლის აღსანიშნავ ღონისძიებებსა და 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო სამზადისზე, რომელშიც საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა