logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომენტარი გააკეთა
სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კომენტარი გააკეთა
15:24 12.05.2017
„პირველი რიგში, მოდი ვთქვათ, რომ მსგავსი პრეცედენტი საქართველოს არ ახსოვს. მე მომსწრე ვარ 1977 წლის საბჭოთა კონსტიტუციის განხილვა როგორ მიდიოდა და იმას მაგონებდა ყველა სხვა განხილვაც. იგივე ხდებოდა 2010 წელს აბსოლუტურად არ იყო განსხვავებული აზრის გამოთქმის შანსი. დღეს, ჩვენ ვხედავთ როგორი ცხარე დებატები და კამათი მიდის ხალხით სავსე დარბაზებში. ყველას აქვს აზრის გამოთქმის საშუალება. კარგად ვხედავდით როგორი მრავალფეროვანი იყო კომისია, რომლის მუშაობაში ბოლო წუთამდე მონაწილეობდა ყველა ექსპერტი და ყველა პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა კომისია მას შემდეგ დატოვა, რაც კომისიამ ამოწურა მუშაობა. ეს იყო თავისთავად უპრეცედენტო პროცესი. რაც შეეხება განხილვებს, განხილვის მიზანია, რომ მოვისმინოთ ხალხის აზრი, მაგრამ ყველას აზრი გათვალისწინებული ვერ იქნება. მაგალითად როდესაც გამოდის ერთი პოზიცია და ამბობს რომ უნდა გაქრეს კონსტიტუციიდან 94 მუხლი, რომელიც მთავრობას უკრძალავს გადასახადების გაზრდას, ხოლო მეორე საპირისპიროს მოითხოვს, რომ სრული ლიბერალიზაციისა და მთავრობის სრული შეზღუდვის გზით უნდა წავიდეთ. ერთი ამბობს რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს შრომის ინსპექცია და მეორე მიიჩნევს, რომ ეს აბსოლუტურად ზედმეტი რგოლია. გამოდის ერთი და ამბობს, რომ პრეზიდენტი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, მეორე პრეზიდენტის არჩევას მოითხოვს. არის პოზიცია, რომ მთლიანად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და მეორე პოზიცია, რომ არანაირი ბონუსი არ უნდა ჰქონდეს პროპორციულ სისტემაში გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიას. როდესაც აბსოლუტურად განსხვავებული აზრებია, ყველა აზრი ვერ იქნება გათვალისწინებული. ყველა აზრი ვერ იქნება კონსტიტუციაში ჩადებული, იმიტომ რომ ერთმანეთის საპირისპირო აზრებია. მთლიანობაში კი, პროცესი არის ძალიან ღია, გამჭვირვალე და საქმიანი. კარგად მესმის ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, რომლებსაც უნდათ თავის თავზე მოირგონ კონსტიტუცია, მაგრამ ვერ დაასახელებთ მსოფლიოში ვერც ერთ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მისცემს შანსს, რომ რაიმე ტიპის ზღურბლი გადალახოს ისეთმა პოლიტიკურმა წარმონაქმნმა, ისეთმა პარტიამ, როგორიც არის პაატა დავითაიას პარტია ან ბაჩუკი ქარდავას პარტია. თუ მაინცდამაინც ჩვენს პოლიტიკურ მიზნად დავისახავთ რომ ესენი იყვნენ პარლამენტში, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ წაგებული შევა პარლამენტში და მოგებული დარჩება გარეთ. სხვა ასეთ სისტემას ვერ მოვიფიქრებთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა