logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმიკს შორის მემორანდუმი გაფორმდა
აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სეიმიკს შორის მემორანდუმი გაფორმდა
23:51 11.05.2017
საქართველოს პარლამენტის ბაგრატოვანთა დარბაზში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ქვემო სილეზიის სავოევოდოს პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი, რომლის მიზანი ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაა, ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეების, ბიზნესექტორის წარმომადგენლების დაკავშირებას, ევროპული იდეისა და ღირებულებების პოპულარიზაციას, თვითმმართველობების კუთხით ურთიერთობას, კულტურულ-საგანმანათლებლო და რიგი სხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის თანახმად, რიგი ორგანიზაციული საკითხების გარდა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეკრულების განხორციელებაზე მონიტორინგს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) დეპუტატები განახორციელებენ, ამასთან, ისინი მხარს დაუჭერენ აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობის ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება-რეალიზებას.

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები - გიორგი ვოლსკი და ილია ნაკაშიძე, პოლონეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი.

დღესვე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ქობულეთისა და ქალაქ მილიჩის მერიებს შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და ქალაქ მილიჩის ვიცე-მმართველმა სლავომირ სტრელეცკიმ. პოლონეთის დელეგაცია ხვალ ქალაქ ბათუმს ეწვევა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა