logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
23:28 11.05.2017
თბილისში საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ორმხრივი საკონსულო კონსულტაციები გაიმართა. ისრაელის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი-ამნონ შმუელი.

კონსულტაციებზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში არალეგალური მიგრაციის საკითხზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ საქართველოს მხრიდან ისრაელშიარალეგალურ მიგრანტთა ნაკადის მაჩვენებლის შესამცირებლად, რაც საბოლოო ჯამში ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს დაიწყონ საუბარი შრომითი მიგრაციის თაობაზე.

საკონსულო კონსულტაციებისას მხარეებმა მიღწიეს პრინციპული შეთანხმებას, რომ ამ ეტაპზე შრომითი მიგრაციის პირობები გავრცელდეს ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, თუკი ისინი ნებაყოფლობით დატოვებენ ისრაელის სახელმწიფოს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში შეიმუშაონ იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ისრაელის სახელმწიფოს დატოვების შემთხვევაში.

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ზვიად გონაძე, მონაწილეობდნენ - საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი ტაბატაძე და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - პაატა კალანდაძე.

კონსულტაციებში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ისრაელის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი-ამნონ შმუელი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი - სტელა რაპი, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი- შაბთაი ცური და ისრაელის საზღვრის დაცვის თანამშრომლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა