logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ქვეყნის უზენაესი კანონის ცვლილებების პროექტს შიდა ქართლის მოსახლეობა გაეცნო
ქვეყნის უზენაესი კანონის ცვლილებების პროექტს შიდა ქართლის მოსახლეობა გაეცნო
23:17 11.05.2017
გორში, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიესალმა და კონსტიტუციური კანონის პროექტის ახალი რედაქციის ძირითადი პრინციპები და ამოცანები გააცნო.
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც დეკემბერში შეიქმნა და ოთხი თვის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი მოამზადა, რომლის შემუშავებაში მონაწილეობა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტმა ორი ძირითადი ამოცანა დაუსახა. ერთი ეს იყო კონსტიტუციის სრულიშესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რადგან კონსტიტუციაში გვაქვს მთელი რიგი ნორმები და რეგულაციები, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს და ეს დასკვნა ხაზგასმით არის გამოკვეთილი ვენეციის კომისიის მოხსენებაში, რომელიც 2010 წელს, კონსტიტუციის ბოლო გადასინჯვის დროს დადო. მეორე ამოცანა გახლდათ ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან,სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ მოქმედი კონსტიტუციის რედაქციულ და ტექნიკურ უზუსტობებზეც გაამახვილა ყურადღება და მათი სრულყოფის მიზნით გატარებულ სამუშაოებზეც ისაუბრა.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ შიდა ქართლის მოსახლეობას კონსტიტუციური კანონის ახალი რედაქციის პროექტი თავების მიხედვით გააცნო და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
„კონსტიტუციის პირველ თავში ოთხი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპია გამოტანილი. ეს არის დემოკრატიის პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი. ეს პრინციპები, ერთგვარად, ჩაკარგული იყო კონსტიტუციის პრეამბულაში და დღეს ხდება ამ ოთხი პრინციპის გაცოცხლება. თითოეული პრინციპს დაეთმობა სპეციალური მუხლი, რაც კონსტიტუციის დონეზე თითოეული პრინციპის გამყარებას უზრუნველყოფს. კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლებებს აწესრიგებს და მასში ძალიან ბევრი პროგრესული ცვლილებაა შეტანილი. კერძოდ, დგინდება სრულიად ახლი ძირითადი უფლებები, რომლებიც დღემდე ან საერთოდ არ იყო გარანტირებული ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული. ეს არის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესაძლებლობების უფლებები, სპეციალური გარანტია საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის, მეწარმეთა თავისუფლება და სხვა. ეს არის ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც ემატება კონსტიტუციის მეორე თავს. ასევე რიგ უფლებებზე, როგორიცაა თანასწორობის უფლება, პირადი სივრცის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, ინტერნეტთან წვდომა და სხვა გაზრდილია სტანდარტები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვისა და უსაფრთხოების თავში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ის ბუნდოვანი ჩანაწერი, რომელიც მოქმედი კონსტიტუციით არის მოცემული, იცვლება და თითოეული კომპეტენცია კონკრეტულად გაიწერება. მისივე განცხადებით, ფინანსების და კონტროლის თავი ეროვნული ბანკთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობებს - შემოდის ახალი გარანტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობას კონსტიტუციის დონეზე აიყვანს. ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის გარდამავალი დებულების ახალი ჩანაწერი განმარტა და აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტი კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარდება.
„კონსტიტუციის ბოლო თავში, გარდამავალი დებულებების თავში, ერთგვარი დავალების სახით, კონსტიტუციური ორგანოებისთვის გაწერილია ამოცანა, რომ მათ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მიიღონ ყველა ზომა. ეს მნიშვნელოვანი ამოცანა, ჩვენი საგარეო პრიორიტეტი, საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პირდაპირ აისახება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების კუთხით გაკეთებულ ჩანაწერზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ყურადღება ოპოზიციის გაძლიერების როლზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ახალი რედაქციით ოპოზიციას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება ენიჭება, რაც მოქმედი კონსტიტუციით მხოლოდ უმრავლესობის პრეროგატივას წარმოადგენდა. ასევე იზრდება აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის როლი პარლამენტის წინაშე, რაც პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენით და ასევე სხვადასხვა ნორმებით განისაზღვრება. ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული სისტემით იცვლება, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში უპრეცენდენტო შემთხვევაა.
„დღეს მოქმედებს შერეული სისტემა და ეს სისტემა უპირატესობას ანიჭებს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. მოქმედი სისტემა სამართლებრივი კუთხით აბსოლუტურად თავსებადია, თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გამოცდილებას, რომელიცსაქართველოში ამ სისტემის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, ორმა სხვადასხვა ხელისუფლებამ ეს ბერკეტი გამოიყენა იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოეპოვებინა და შემდეგ საკუთარი სუბიექტურიპოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოეყენებინა. გამომდინარე ამ გამოცდილებიდან, არსებული შერეული სისტემიდან ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. დამოუკიდებელი საქართველოს 25-წლიან ისტორიაში პირველად ხდება,რომ მმართველი ძალა, ქვეყნის ინტერესების დასაცავად, საკუთარი ხელით იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო ბლოკების გაუქმებასა და 5% ბარიერის საკითხებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის და არა ბლოკებისთვის, 5%-იანი ბარიერი აპრობირებულ მოდელს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც და იგი სრულად თავსებადია დემოკრატიულ პრინციპებთან. რაც შეეხება ბლოკების გაუქმებას - პარლამენტის თავმჯდომარემ იგი პარტიების განვითარების და ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მიიჩნია და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების კუთხით საქართველოში იგივე ვითარებაა, რაც 1992 წელს იყო. ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემის მესამე ასპექტს, ე.წ. ბონუსის ელემენტსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ საკითხით ათასგვარ სპეკულაციას აქვს ადგილი. „რომ ავიღოთ ბოლო ხუთი არჩევნების შედეგი, ბონუსი საშუალოდ 5%-ს წარმოადგენს, ბოლო ოთხ არჩევნების მიხედვით ეს ციფრი 3.1%-ია, ხოლო ბოლო არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს. ბონუსის სისტემა გამარჯვებულ პარტიას საპარლამენტო ცხოვრების სტაბილური განვითარებისთვის მინიმალურ დანამატს აძლევს, რაც ნორმალურ პოლიტიკურ გარემოს ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციურ კანონპროექტში მთავრობასთან მიმართებაში დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. „ქმედითი მთავრობა ფუნდამენტური ჩანაწერით არის უზრუნველყოფილი. მთავრობა არის ერთადერთი ორგანო, რომელიცსაგარეო პოლიტიკას აღასრულებს და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს. 2010 წლამდე მთავრობა და პრეზიდენტი ამ ფუნქციას პარალელურად ახორციელებდნენ და მთავრობა პრეზიდენტის ერთგვარ დამხმარე ორგანოს წარმოადგენდა. ეს სისტემაკონსტიტუციის ბოლო ცვლილებების შედეგად შეიცვალა და ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც დღეს ამ პოლიტიკას ახორციელებს, არის საქართველოს მთავრობა. ეს ჩანაწერი რჩება ძალაში რაც უზრუნველყოფს ქმედითი მთავრობისფუნქციონირებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ სასამართლო ხელისუფლების განვითარებისთვის და დამოუკიდებლობისთვის კონსტიტუციურ პროექტში გაკეთებულ ჩანაწერებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით არაერთ დამატებითი ნორმა გაიწერა. საუბარია უზენაესი სასამართლოების მოსამართლეთა მინიმალურ წევრთა განსაზღვრაზე, რომელიც 28 მოსამართლით არის წარმოდგენილი, ასევე მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპზე, რაც სასამართლოს რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მოსამართლეთა გათავისუფლებას აღარ გამოიწვევს. მისივე ინფორმაციით, ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციებსაც შეეხება, რომელიც დასამტკიცებელ მოსამართლეებს პარლამენტს წარუდგენს. აღნიშნული ნორმები კი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს წარმოადგენდა.
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის სტატუსს, უფლებამოსილებას და მისი არჩევის წესსაც შეეხო. მისი განცხადებით, პრეზიდენტის კომპეტენციები, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს, კერძოდ სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში, უცვლელად რჩება. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ირაკლი კობახიძის განმარტებით, როდესაც საუბარია ზეპარტიულ პრეზიდენტზე, რომელიც ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს, მისი არაპირდაპირი წესით არჩევა საპარლამენტო ქვეყნისთვის სრულად თავსებადია. „როდესაც საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა, ჩნდება დიდი დისბალანსი მის ლეგიტიმაციასადა უფლებამოსილებებს შორის. პრეზიდენტს აქვს ძალიან შეზღუდული უფლებამოსილებები, თუმცა მაღალი ლეგიტიმაცია აქვს მინიჭებული. ასეთ დროს წარმოიშობა სისტემური პრობლემები, ხოლო იქ, სადაც პრეზიდენტი არაპირდაპირიწესით აირჩევა, არასდროს სისტემური პრობლემა არ წარმოიშობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, საყოველთაო-სახალხო განხილვა ინტერაქტიულ რეჟიმში, კითხვა-პასუხით გაგრძელდა. საორგანიზაციო კომისიის წევრებმა კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს. კომისიის წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობის და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომდგენელთა შეხედულებები მოისმინეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ, 12 მაისს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა