logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის მერია: „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი გაერთიანებების წინასაარჩევნო რეჟიმი და კამპანია სიცრუესა და დისკრედიტაციაზეა აგებული
თბილისის მერია: „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი გაერთიანებების წინასაარჩევნო რეჟიმი და კამპანია სიცრუესა და დისკრედიტაციაზეა აგებული
23:10 11.05.2017
თბილისის მერია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

განცხადების ტექსტს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის სატელიტი გაერთიანებები გადადიან წინასაარჩევნო რეჟიმზე და მათი წინასაარჩევნო კამპანიაც სიცრუესა და მერიის საქმიანობის დისკრედიტაციაზეა აგებული, თუმცა, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ნუ შეიყვანენ მოქალაქეებს შეცდომაში, განსაკუთრებით კი ისეთ სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით, როგორიც მაგალითად უფასო სასადილოებია.

ცნობისთვის, ამ შემთხვევაში, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით საუბრობენ ადამიანები, რომელთა მმართველობის პერიოდშიც სასადილოების ბენეფიციარებს საკვების მიღება უწევდათ ანტისანიტარულ და არაჰიგიენურ პირობებში და გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა უკონტროლოდ, ყოველგვარი წარმოების გარეშე, მაშინ როდესაც ამ ყველაფრის ნაცვლად თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებს შესთავაზა საკვების მაღალი ხარისხი, ბენეფიციართა აღრიცხვიანობის მოწესრიგებული სისტემა და კეთილმოწყობილი სივრცეები. ამას მოწმობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქის ამჟამინდელი მმართველობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა გაიზარდა.

რაც შეეხება იმ ე.წ. „კორუფციულ გარიგებებს“, რომელშიც როგორც გაკეთებული განცხადებიდან ჩანს კარგად თავადაც ვერ გაერკვია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ და მათი მთავარი მტკიცებულებები სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსებს ეფუძნება, ვფიქრობთ არასერიოზულია და მათი მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, რეალური ეჭვების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ საგამოძიებო უწყებებს მიმართონ.



მანამდე კი, კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, თუ რა ხდებოდა უფასო სასადილოებში დედაქალაქის წინა მმართველობის პერიოდში და როგორი მდგომარეობაა ახლა. (იხ. ფოტოები)
მოვუწოდებთ პოლიტიკურ გაერთიანებას - „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ნუ შეეცდებიან მერიის წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპირონ სიცრუე, დეზინფორმაცია და გადაუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ეჭვებზე დაფუძნებული ტყუილები საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. ამ ყველაფერს, ყოველ ჯერზე, თბილისის მერია დაუპირისპირებს სიმართლეს და თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იმავე სფეროებში არსებულ უმძიმეს ვითარებას"-ნათქვამია მერიის განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა