საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თეა ახვლედიანის ქართველ და ესტონელ ბიზნესმენებს შორის თანამშრომლობის გზების და ეკონომიკური
და სავაჭრო მიმართულებით ურთიერთობების დამყარებისა და შემდგომი გაღრმავების მიზნით ესტონეთის სხვადასხვა ქალაქების ბიზნესისა და სავაჭრო წრეების წამრომადგენლებს შეხვდა.
თეა ახვლედიანი ქალაქ ნარვას მერთან ტარმო ტამმისტესთან ერთად ნარვაში მდებარე „ნაკროს“ ინდუსტრიულ პარკს ეწვია და პარკის დამაარსებელს ალექსანდრ ბროკს შეხვდა. ინდუსტრიული პარკის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს პარკის შექმნის ისტორია და წარმოების განვითარების გამოცდილება გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით, „ნაკროს“ ინდუსტრიულ პარკში წარმოდგენილია 46-მდე სხვადასხვა პროფილის მქონე ესტონური და უცხოური კომპანია. ინდუსტრიულ პარკში საქართველოს ელჩის ვიზიტის შედეგად, რამდენიმე კომპანიამ საქართველოსთან ბიზნესის წარმოების ინტერესი გამოხატა.
თეა ახვლედიანი, ასევე, შეხვდა რეგიონის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანიის „Poolven Food Ltd.”-ის წარმომადგენლებს და მოინახულა აღნიშნული კომპანიის საწარმოები. კომპანია “Poolven Food Ltd.” სამი მიმართულებით ავითარებს საქმიანობას, მათ შორის საბურავების გადამუშავების, ავტო-მომსახურების და კვების მრეწველობის სფეროში. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, უკვე მიმდინარეობს თანამშრომლობა ქართულ მხარესთან და არსებობს ამ თანამშრომლობის კიდევუფრო გაღრმავების შესაძლებლობები.
იიჰვიში ვიზიტისას, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა „იდა-ვირუს რეგიონის მეწარმეობის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელთან, სადაც ქართული მხარე გაეცნო რეგიონში მეწარმეობის განვითარების ცენტრის პრიორიტეტებს და ცენტრის მიერ მეწარმეების დახმარების მიზნით განხორციელებულ საქმიანობას.
იდა-ვირუს რეგიონში გამართული შეხვედრებისას, განხილულ იქნა საქართველოს ქალაქებთან ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე, საუბარი შეეხო ესტონეთში საქართველოს საელჩოს პრიორიტეტებს და იდა-ვირუს რეგიონში საქართველოს შემდგომი წარმოჩენის, ისევე როგორც კულტურის, ტურიზმის, განათლების სფეროებში საელჩოს სამომავლო საქმიანობის კონკრეტულ გეგმებს.

















