logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 საქართველოს პრემიერი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
10:31 10.05.2017
შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მათ დასაძლევად საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას.

რექს ტილერსონის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო არის წარმატების სიმბოლო რეგიონში, ხოლო ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები კარგი საფუძველია ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ახალ საფეხურზე გადასასვლელად.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

აღინიშნა ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო გამოიყენებს საკუთარ პოტენციალს, რაც მას რეგიონულ ცენტრად აქცევს.

ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ”. შეთანხმება იძლევა საფუძველს, გაძლიერდეს უსაფრთხოების დარგში ურთიერთობა და ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა