შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქაერთველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სენატის სამხედრო კომიტეტის წევრს, სენატორ
ტომ კოტონს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონალური უსაფრთხოების თემებს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, აღნიშნულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ხაზი გაესვა საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელობას მთლიანად რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.
სენატორმა ტომ კოტონმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე სამშვიდობო მისიებში. სენატორმა გამოხატა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

















