logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა ხვალ ეწურება
ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა ხვალ ეწურება
11:10 26.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა ხვალ ეწურება.
როგორც „ნიუსპრესს“ ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ინფორმაცია საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ უკვე წარადგინა.
„სააღსრულებლოში ინფორმაცია უკვე წარდგენილია, თუმცა, მე არ მაქვს უფლება და ვალდებულება აღნიშნული ინფორმაცია გავამჟღავნო“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ თადუმაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროსგან ერთკვირიანი ვადა ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად 19 ივნისს მიიღო. ასევე, მას 1 კვირის ვადაში აღსრულების ბიუროში უნდა წარედგინა ინფორმაცია საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დააყადაღოს. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მას თავის სახელზე უძრავი ქონება აქვს საჩხერეში, ბაკურიანსა და ურეკში.
მისივე თქმით, ის ქართულ კომპანიებში წილს არ ფლობს. რაც შეეხება
„ქართუ ბანკს“, მან თავისი წილი 2 მაისს უფროს შვილს უტას გადასცა. ივანიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ის არაკანონიერია.
ივანიშვილის ჯარიმა 74 325 065 ლარს შეადგენს. თავდაპირველდ საქალაქო სასამართლომ მას ჯამში 148 650 131 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ორი აქტის საფუძველზე, თუმცა, თანხა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა. პირველ შემთხვევაში, სასამართლომ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური მიზნით, ამომრჩევლისთვის ,,გლობალ ტვ“-ს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემაში დაადანაშაულა.
მეორე შემთხვევაში კი, სასამართლომ განმარტა, რომ ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის მისი კუთვნილი კომპანიების ,,ბურჯისა” და ,,ელიტა ბურჯის” სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომელთა გამოყენებითაც პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მომსახურებას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ უწევდა.
ადვოკატები საქმის გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა