აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ბათუმში, საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვას აფასებს.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა ბათუმში, კერძოდ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
"საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღო ამომწურავი პასუხები. გაიმართა მსჯელობა სხვადასხვა საკითხებთანდაკავშირებით.
მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" კონსტიტუციურ კანონს, ერთხმად, მოწინააღმდეგის გარეშე დაუჭირეს მხარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის ეფექტური მართვისთვის, აღმასრულებელი დასაკანონმდებლო ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობისთვის. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებას"-განაცხადა პატარაძემ.

















