logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
18:29 08.05.2017
საქართველოსა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-2 რაუნდი გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ სფეროში თანამშრომლობის არსებულ პოტენციალს.

საქართველოს დელეგაციამ გამართა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკაში მიღწეული შედეგებისა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. მხარეებმა დააფიქსირეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ახალ ზელანდიაში საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმზიდველობის და საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ეროვნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო სექტორის მონაწილეობის მნიშვნელობას. საუბარი, აგრეთვე შეეხო განათლების და კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცებას.

შეხვედრაზე განხილული იქნა მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები. ახალ ზელანდიურ მხარეს მიეწოდა სრული ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და კონფლიქტის მოსაგვარებლად მიმდინარე სამშვიდობო პოლიტიკის თაობაზე, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება, ასევე - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ პერსპექტივებზე. თავის მხრივ, ახალ ზელანდიურმა მხარემ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკისადმი ურყევი მხარდაჭერა.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობა და მიმოიხილეს საიუბილეო თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებები. მხარეებმა გაცვალეს საგარეო საქმეთა მინისტრების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისალოცი წერილები. თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პროცესში ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

პოლიტიკურ კონსულტაციებზე საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ახალი ზელანდიის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი მდივნის მოადგილე ჯეფრი ლენგლი.

პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი მე-3 რაუნდის გამართვა 2018 წელს ქ. თბილისში იგეგმება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა