logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგი გაიმართება
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგი გაიმართება
10:28 26.06.2012
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დღეს დიალოგის მორიგი რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგი ორმხრივი პროცესია, რადგან ის ცალკეული საქმეების ჩათვლით, ისეთი საკითხების განხილვის საშუალებას იძლევა, რომელიც შეშფოთებას იწვევს.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, დიალოგის წინა რაუნდის შემდეგ, სამართლებრივი რეფორმის, აღმსარებლობის თავისუფლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით წინსვლა გაგრძელდა. ასევე, აღინიშნა, რომ 2011 წლის მაისის შემდეგ ჩატარებული დემონსტრაციების უმეტესობა მოწესრიგებულად მიმდინარეობდა.
„მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში ევროკავშირი მოელის, რომ შემდგომი წინსვლა მიღწეული ტოლერანტული, პლურალისტული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისა და ზეწოლისა ან სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებებზე სწრაფად რეაგირების მიმართულებით იქნება“ - ნათქვამია დიმიტროვის განცხადებაში.
დისკუსიები ასევე, საკითხების ფართო სპექტრს შეეხება, მათ შორისაა, პატიმართა დიდი რაოდენობა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ანგარიშვალდებულება, უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება და ადამიანის უფლებების მდგომარეობა სეპარატისტულ რეგიონებში.
„ევროკავშირი შრომითი უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის საკითხს კვლავ წამოჭრის, განსაკუთრებით, არსებული პრეფერენციების გენერალიზებული სისტემისა (GSP+) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების კონტექსტში“ - აცახდებს ფილიპ დიმიტროვი.
განცხადების თანახმად, დიალოგის მორიგი რაუნდის წინ, ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით სემინარს გაუწევს ორგანიზებას, რომელზეც ყურადღება სამართლისა და შრომის საკითხებზე გამახვილდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა