საქართველოს პრეზიდენტი მიეხილ სააკაშვილი დღეს, სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის
ორგანიზაციის - BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, სამიტი ორგანიზაციის 20 წლისთავს ეძღვნება. სამიტის თანათავმჯდომარეები თურქეთის და სერბეთის პრეზიდენტები იქნებიან.
მისი თქმით, საქართველო BSEC-ის დამფუძნებელი ქვეყანაა. მისი მიზანი იყო, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა და წარმატებული პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მოდელის შექმნა.
BSEC 1992 წლის 25 ივნისს დაფუძნდა.

















