logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აჭარას ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს
აჭარას ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს
20:27 05.05.2017
მიმდინარე წლის 5-6 მაისს აჭარაში საპასუხო ვიზიტით ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფება.
ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარეს ვასიფ თალიბოვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ნახიჩევანისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა კულტურულ-ჰუმანიტრული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აჭარაში წამყვან პოზიციაზეა ეკონომიკურ პარტნიორებს შორის. 2015 წელს ბათუმში სოკარის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. გააქტიურდა სატრანსპორტო კომუნიკაციები, გაიზარდა ტვირთების გადაზიდვის ტრანზიტული ბრუნვა. დიდია სამომავლოდ თანამშრომლობის პოტენციალი სხვადასხვა სფეროების კუთხით.
ზურაბ პატარაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს დაწინაურებაზე ,,doing business”-ის მაჩვენებლით და ხაზი გაუსვა უსაფრთხო ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყნების ათეულში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას. განხილულ იქნა ნახიჩევანი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შემოღების საკითხი, წამყვანი ტურ-ოპერატორების რეგიონში სტუმრობა და ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის სფეროში აზერბაიჯანული მხარე მზად არის ითანამშრომლოს მთიან აჭარაში მეცხოველეობის, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებში. მხარეებმა ისაუბრეს ლოჯისტიკური ცენტრების შექმნასა და შექმნილი პროდუქციის რეალიზაციაზე.
ნახიჭევანის დელეგაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის მეწარმეთა კონფედერაციის თავმჯდომარე ვიუგარ აბასოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.
უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრას აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აჭარის ა.რ. საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის წესსა და პრინციპებს.
,,აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა. მზად ვართ ურთიერთობის გაღრმავებისთვის და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის, გაგრძელდება გაცვლითი პროგრამები ავტონომიური რესპუბლიკების უნივერსიტეტებს შორის, გააქტიურდება ბავშვთა მკურნალობის პროგრამები ნახიჩევანის და აჭარის გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრებში, განვიხილეთ ბათუმი-ნახიჩევანის პირდაპირი ფრენების და მატარებლის დანიშვნის საკითხი" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა