ილიაუნის თეატრში დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით, სპექტაკლის - „წითელქუდას“ ჩვენება გაიმართება.
სპექტალში არასამთავრობო ორგანიზაციების - „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი საზოგადოება“, კავშირი „სტუდია ეი–დი–სი“-ს ბენეფიციარები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტები, ასევე, ორგანიზაცია „Helping Hands“-ის აქტივისტები მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

















