logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოსა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი გაიმართა
საქართველოსა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი გაიმართა
13:52 05.05.2017
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, საქართველოსა და ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ინდონეზიის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ამერიკისა და ევროპის საკითხებში მუჰამად ანშორი.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-ინდონეზიის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი და დაისახა სამომავლო გეგმები. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი პროგრესი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან და რეგიონულ ორგანიზაცია ASEAN-თან ურთიერთობების გაღრმავება და ამ კონტექსტში საქართველო-ინდონეზიის პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის შემდგომი განვითარების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრისას ინდონეზიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავზე, რომელიც 2018 წელს აღინიშნება და საიუბილეო თარიღისთვის ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

მხარეებმა გადაწყვეტილება მიიღეს კონსულტაციების მომდევნო, მე-5 რაუნდის, საქართველოში გამართვის თაობაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ინდონეზიაში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრები გაიმართა ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან აბდურრაჰმან მუჰამმად ფახირთან, ინდონეზიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ფადლი ზონთან და ინდონეზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან როსან როესლანისთან. აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს შესაბამისი მიმართულებებით საქართველო-ინდონეზიის პარტნიორობის განვითარების საკითხებზე. ინდონეზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართული შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების საკითხებზე, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოსა და ინდონეზიის სავაჭრო პალატებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ინდონეზიაში ვიზიტთან დაკავშირებით, ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართა მიღება, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და ინდონეზიას შორის მზარდ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მიღებას დაესწრნენ ინდონეზიის სამთავრობო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა