logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს
ევროკავშირი ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს
13:42 05.05.2017
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რისი ნათელი დადასტურებაც, მხარეთა შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება გახდა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა იოჰანეს ჰანს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს გააცნო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველოს მოლოდინები და იმედი გამოთქვა, რომ სამიტი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივებს, რომლის მიზანიც არის ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნეს-გარემო, რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარება, პროფესიული კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა, ანგარიშვალდებული მმართველობა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების უდიდეს მნიშვნელობაზე. პრემიერმა და ევროკომისარმა განიხილეს საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის გახსნის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ევროპული სკოლა მომავალი წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და ახალგაზრდებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის განათლებას. მხარეებმა ასევ განიხილეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში "სტარტაპ საქართველოს" როლი და ამ მიმართულებით ევროკავშირის დახმარების გაძლიერების შესაძლებლობები. შეხვედრაზე ევროკომისარმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზაობას, დაეხმაროს საქართველოს ახალი ინიციატივების განხორციელებაში.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა ხელმოწერის ცერემონია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას- "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი"( Technical Cooperation Facility - TCF). შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირი გამოყოფს 32 მილიონ ევროს ოდენობის დახმარებას ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდასაჭერად. შეთანხმების მიზანი საქართველოს სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება და ზოგადად ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა