logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სააკაშვილი - არ დავუშვათ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამავე დროს, წუთითაც არ შეჩერდეს სამთავრობო მუშაობა
სააკაშვილი - არ დავუშვათ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამავე დროს, წუთითაც არ შეჩერდეს სამთავრობო მუშაობა
20:36 25.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობების წარმომადგენლებს სამაგალითო მუშაობისკენ მოუწოდა.
მან ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ მათი მუშაობის შესახებ სიცრუე გაავრცელონ, ამიტომ ყველაზე სწორი გზა სიცრუის დასამარცხებლად სამაგალითო მუშაობაა.
„სამაგალითო მუშაობაა საჭირო ხალხის თავისუფალი არჩევანის დასაცავად და იმისათვის, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის ვერც სახელისუფლებომ, ვერ შეძლოს უკანონო გავლენის განხორციელება ამომრჩევლის ნება-სურვილზე, არ დავუშვათ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამავე დროს წუთითაც კი არ შეჩერდეს სამთავრობო მუშაობა, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები და ამ აღმშენებლობის გეგმებს ვერ შევაჩერებთ“- განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დიდი გეგმების განხორციელება არც არჩევნების წინ დაწყებულა და არც არჩვენებით არ დასრულდება.
„როგორც ქვეყნის მეთაური, ამაყი ვარ და მაქვს თქვენი იმედი, რომ საქართველოს ყველა რეგიონში პირუთვენალად დაიცავთ ჩვენი ხალხის ამ ფუნდამენტურ უფლებას. მე მაქვს თქვენი და მთელი საქართველოს საზოგადოების იმედი. კანონის უზენაესობა დაცული იქნება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი დემოკრატია მორიგ გამარჯვებას იზეიმებს“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, საამაყოა ისიც, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ ძალა დიდ გამოწვევაზე რეგირება მოახდინონ.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სისტემა ჩაკეტვის ნაცვლად, კიდევ უფრო იხსნება.
„ჩვენ შევინარჩუნებთ კურსს ევროპული დემოკრატიისკენ, ესეც ოქტომბერში გადაწყდება ფაქტობრივად. მომავალი არჩევნები იქნება წინგადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით, ჩვენ ყველამ უნდა დავიკაპიწოთ ხელები და ორმაგი ძალისხმევა ვაჩვენოთ ხალხს, რომ ისინი ტყუილად არ გვენდენ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა