logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის შუალედური შეხვედრა გაიმართა
ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის შუალედური შეხვედრა გაიმართა
17:15 04.05.2017
ლონდონში,- გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში საქართველო-გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ შუალედური შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს პლენარული სხდომის მომზადება და საკითხების შეთანხმება წარმოადგენდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და დიალოგის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობა მიმოიხილეს. გადაწყდა, რომ მომდევნო პლენარული სხდომა წლის მეორე ნახევარში, ლონდონში ჩატარდება.

შეხვედრაზე, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებული პარტნიორობა. ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი მხარდაჭერა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ბრიტანულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობის გამო.

საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების გზები, მათ შორის, ინგლისური ენის სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების რაოდენობის ზრდის კუთხით. ასევე აღინიშნა დაძმობილებულ ქალაქებს შორის კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ავღანეთსა და ერაყის ომის მონაწილეთა მემორიალი მოინახულეს.

შუალედური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ქალბატონი ნინო ბარათაშვილი, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი და დესპანი კახი ქენქაძე წარმოადგენდნენ. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საგარეო და თანამეგობრობის ოფისს წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი მაიკლ თეთემი და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯენიფერ მაქნოთენი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოსა და „კარგი მმართველობის ფონდის“ წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტრატეგიული დიალოგი ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა