logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო
ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო
11:35 04.05.2017
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014, 2015 და 2016 წლების გადაწყვეტილებები, რომლებშიც გამოიხატა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ საქართველო საკუთარ რეგიონებში ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების, მათ შორის, ადგილზე მისი სამხედრო ნაწილების ყოფნის გამო. აქედან გამომდინარე, პირველად სახელმწიფოებმა, საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში, ჩამოაყალიბეს მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედება არის მიზეზი იმისა, რომ საქართველო ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას თავისივე რეგიონებში"-აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პოლიტიკა და ქმედებები, მათ შორის, ე.წ. ხელშეკრულებების დადება საქართველოს რეგიონებთან და ჩატარებული რეფერენდუმები/არჩევნები, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იურიდიული ძალის არმქონეა. გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის არცერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

გადაწყვეტილებაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი გამოხატავს ღრმა წუხილს, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიმართ მუდმივი მოწოდებებისა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ შეწყვიტოს ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვის პროცესი, რომელიც ყოფს ოჯახებსა და საზოგადოებას, არღვევს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და ართულებს კონფლიქტის მოგვარებას ორ წევრ სახელმწიფოს შორის, ის განაგრძობს ამ პროცესს. გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ „გამშვები პუნქტების“ დახურვა ხელისშემშლელია ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებისა და საარსებო წყაროთი უზრუნველყოფისათვის და კიდევ უფრო გააუარესებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება, შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად, მოხსნას შეზღუდვები ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება, დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე.

გადაწყვეტილებაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობასთან ჰუმანიტარული საქმიანობის გაღრმავების მიზნით, მათ შორის, ამ რეგიონების მცხოვრებთა განათლების მიღებისა და უფასო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიმართულებით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მოქმედი ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილტერიტორიებზე.

მიღებული გადაწყვეტილება ქმნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საერთაშორისო სამართლებრივ სურათს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და ხაზს უსვამს, რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის, საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას კონფლიქტთან მიმართებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მადლობას უხდის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მტკიცე მხარდაჭერისათვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა