logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: კონგრესმენების წერილი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის უპრეცედენტო დასტურია
მიხეილ ჯანელიძე: კონგრესმენების წერილი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის უპრეცედენტო დასტურია
13:32 03.05.2017
„კონგრესმენების წერილი გახლავთ საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან დიდი მხარდაჭერის დადასტურება. საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში. 30 კონგრესმენის წერილი საქართველოსთან მიმართებაში მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის უპრეცედენტო დასტურს და საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისკენ მოწოდებას წარმოადგენს. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმატებულად გატარებული რეფორმებისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების შედეგი. ასევე, ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩამოყალიბებული მტკიცე პარტნიორობის, ნდობის და საერთო ღირებულებების გაზიარების დასტური"- ამ განცხადებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წელთან დაკავშირებით 30 კონგრესმენის მიერ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერ წერილს გამოეხმაურა.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული წერილი თვალსაჩინოს ხდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მტკიცეა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კუთხით აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

მინისტრის შეფასებით აღნიშნული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული მხარდაჭერას და საქართველოს და აშშ-ს მთავრობებს შორის აქტიურ კონტაქტებსა და თანამშრომლობას.

„ჩვენ ვაგრძელებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს განვითარებაზე, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოჩენაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერაზე.“ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

წერილში ამერიკელი კონგრესმენები მოიწოდებენ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად საჭირო მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ. აღნიშნული საკითხის შეფასებისას მინისტრმა აღნიშნა რომ საქართველო დაინტერსებულია აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით. „ეს საკითხი საქართველოს ინტერესის სფეროს წარმოადგენს და ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის ფორმირებისთანავე ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება“.

საქართველოს მხარდამჭერი წერილით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილით აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს მიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი) და ჯერალდ კონოლის (დემოკრატი-ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილს ხელს აწერენ როგორც აშშ-ისრესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა